საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, რელიეფის, კლიმატისა და ტექტონიკური პირობების გამო ბუნებრივი კატასტროფებისადმი მიდრეკილი რეგიონია. მარტო სეისმური აქტივობის თვალსაზრისით გასულ საუკუნეში და უკანასკნელ ათწლეულში აქ ბევრი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა და ისინი მომავალშიც არის მოსალოდნელი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი მსხვერპლი მოსახლეობაში და მნიშვნელოვანი  ზარალი ქვეყნის ეკონომიკაში. სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ურბანიზაციის ტემპისა და მსხვილი საინჟინრო ნაგებობების (დიდი და საშუალო ენერგეტიკული ობიექტები, მილსადენები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სხვა) რაოდენობის ზრდა, რაც თავის მხრივ სეისმური და სხვა ტიპის ბუნებრივი კატასტროფების ალბათობას ზრდის.  ამის კარგი მაგალითია ქ. თბილისი, სადაც 2002 წელს მომხდარმა საშუალო ძალის მიწისძვრამ მსხვეპლი და დიდი სოციალურ-ეკონომიკური ზარალი მოუტანა დედაქალაქს და მთლიანად საქართველოს.

საქართველოში მიწისძვრებთან ერთად ხშირად ხდება სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატასტროფები (მაგ., მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა და ა.შ). UNDP-ის მიერ შემუშავებული კატასტროფის რისკის ინდექსის მიხედვით საქართველო მიეკუთვნება საშუალო და მაღალი რისკის (სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე) მქონე ქვეყნებს. რისკების დონე დაკავშირებულია, როგორც ბუნებრივი კატასტროფების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენციასთან, ასევე მოწყვლადობის ზრდასთან ქალაქების განაშენიანებისა და ყოველწლიურად ახალი ტექნოლოგიური ობიექტების: დიდი და საშულო ენერგეტიკული ობიექტები, ნავთობისა და გაზის მილსადენები, კომუნიკაციური ხაზები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა  და სხვ. გაჩენის გამო. ამ ობიექტების დაგეგმვა, მათი ექსპლოტაცია და დაზღვევა მოითხოვს კატასტროფების რისკების დადგენას და ეფექტურ შემცირებას.

 

აქედან გამომდინარე სეისმოლოგიის,სეიმური საშიშროების და კატასტროფების რისკის სეტორის მთავარი მიზანია საქართველოს სეისმურობის შესწავლა და მასთან დაკავშირებული საშიშროებისა და რისკების შეფასება. აუცილებელია მიწისძვრების და თანმხლები სხვა საშიში ბუნებრივი მოვლენების კერების კანონზომიერებათა ღრმა გამოკვლევა, დედამიწის ქერქის აგებულების დეტალიზაცია, სეისმოტექტონიკური შესაბამისობის რაოდენობრივი დახასიათება, შენობა-ნაგებობებისა და მათი ფუძე-გრუნტების ქცევის შესწავლა სეისმური დატვირთვების დროს, პროგნოსტიკული წინამორბედების გამოყოფა და სხვა.

 

 

 

ძირითადი მიმართულებები

  • აქსელერომეტრული ქსელის განვითარება
  • სეისმური საშიშროების შეფასება
  • სეისმური წყაროების მოდელების დადგენა
  • გრუნტის მოძრაობის პროგნოზული მოდელების დადგენა
  • სეისმური საშიშროების ალბათური შეფასება გრუნტის მოძრაობის აჩქარებებით, სიჩქარეებით, გადაადგილებით და მაკროსეიმური იტენსივობით
  • სეისმური საშიშროების დეზაგრეგაცია
  • სეიმური საშიშროების დეტერმინისტული შეფასება
  • სცენარული მიწისძვრების გათვლა
  • კატასტროფების რისკების შეფასება
  • რისკის ელემენტების ინვენტორული რუკების შედგება
  • რისკის ელემენტის მოწყვლადობის განსაზღვრა
  • მრავლობითი რისკების შეფასება

 

  • საინჟინრო სეისმოლოგია
  • გრუნტის თვისებების შესწავლა (სეისმოძიების მეთოდებით, სეისმური ხმაურის გამოკვლევით);
  • საქართველოს ტერიტორიის სეისმური ისტორიის გამოკვლევა, მიწისძვრების ეფექტების დადგენა და ინჟინრული ანალიზი;
  • მიკროზონირება;
  • სეისმომედეგობა
  • შენობა-ნაგებობების მოდელური ანალიზი (საკუთარი პერიოდებისა და ფორმების მიხედვით);
  • ვიბრაციული დონეების დადგენა (სანიტარული, ტექნოლოგიური, კონსტრუქციული და სხვა ნორმების შესაბამისად);
  • შენობა-ნაგებობების დაზიანების ხარისხის შეფასება (ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შემთხვევაში);
  • შენობა-ნაგებობების საანგარიშო აქსელეროგრამების პაკეტის შერჩევა (სამშენებლო მოედნისა და ნაგებობების ერთობლივი მუშაობის გათვალისწინებით);
  • უნიკალური და მაღლივი შენობა-ნაგებობებისათვის საანგარიშო დრეკადი რეაქციის სპექტრების დამუშავება;
  • მიწისძვრის შედეგების საინჟინრო ანალიზი;
  • საინჟინრო-გეოტექნიკური ამოცანები (მეწყრები,კარსტები და სხვა);
  • გრუნტის მასივების, თხრილების, ფერდობების მდგრადობის და სეისმომედეგობის საკითების გამოკვლევა და შესაბამისი ღონისძეებების დამუშავება

 

  • საინჟინრო გეოლოგია

 

  • საველე
  • საკვლევი ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ პროცესებზე დაკვირვება/შესწავლა;
  • ბურღვა/შურფირება;
  • დინამიური და სტატიკური სტანდარტული პენეტრაცია (SPT);
  • გრუნტების საველე გაცრა;
  • გრუნტის წყლების დებეტისა და ფილტრაციის დადგენა;
  • გრუნტის წყლის თვისებების დადგენა (დამარილიანება და კოროზიული თვისებები).

 

  • 2 . ლაბორატორული (გრუნტების ფიზიკომექანიკური თვისებების დადგენა)
  • გრუნტის გამოცდა ძვრაზე;
  • გრუნტის გამოცდა კომპრესიაზე;
  • გრუნტის ფიზიკური თვისებების დადგენა;
  • კლდოვანი ქანის გამოცდა ერთღერძა კუმშვაზე;
  • გრუნტების ელექტროგამტარობა (წინაღობა) – პროფილური და ვერტიკალური ელექტრო ზონდირება;
  • გრუნტის ნიმუშში განივი და გრძივი სიჩქარეების განსაზღვრა;
  • გრუნტის ქიმიური თვისებების დადგენა (დამარილიანება და კოროზიული თვისებები);

 

  • კამერალური
  • საველე და ლაბორატორიული კვლევებითმიღებული შედეგების ანალიზი;
  • დასკვნებისა და რეკომენდაციების გაცემა;
  • ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური რუკის შედგენა.