2018 წ 13 სექტემბერი – NATO SfP G4934 ს პროექტის „საქართველოში ენგურის ჰიდროელექტრო სადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროებების მიმართ“ დასკვნითი კონფერენცია -ვ. ჯავახიშილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტი.

მეცნიერების თანამშრომლობისა და უსაფრთხოების პროგრამის ეგიდით გაიმართება NATO ს პროექტის „საქართველოში ენგურის ჰიდროელექტრო სადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროებების მიმართ“ დასკვნითი კონფერენცია.
პროექტში მონაწილეობენ როგორც თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები (ხელმძღვანელი დოქ. ნინო წერეთელი) ასევე მეცნიერები NATO-ს წევრი ქვეყნებიდან–მილანის ბიკოკას უნივერსიტეტი (ხელმძღვანელი დოქ. ალესანდრო ტიბალდი), მიჩიგანის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, აშშ. (ხელმძღვანელი დოქ. ჯონ გიორკი), გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტი (ხელმძღვანელი დოქ. დერეკ რასტი). პროექტში მოწვეულია ექსპერტები შვეიცარიიდან (ხელმძღვანელი დოქ. პაოლო ოპიზი). ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან კი ყაზახეთი, პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ხელმძღვანელი აიგულ სულთანბეკოვა, პროფესორი) და აზერბაიჯანის გეოლოგიის ინსტიტუტი (ხელმძღვანელი გულამ ბაბაევი)

ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებული გეოლოგიური, გეოფიზიკური საინჟინრო გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლვების საფუძველზე ვასკვნით, რომ ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში, რომელიც მოსალოდნელია ამ რეგიონში მოხდება „ხოკოს“ მეწყრის გაქტიურება და მისი ჩაღვრა ენგურჰესის წყალსაცავში.
http://www.enguriproject.unimib.it

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *