საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“ თბილისი, საქართველო, 16-17 ნოემბერი, 2023 წ.

2023 წ. 16-17 ნოემბერს ქ. თბილისში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“. კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის 90 წლისთავს.

გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!

კონფერენცია ჩატარდება შერეული ფორმატით (ადგილზე/ონლაინ დასწრებით). გაიცემა სერთიფიკატი

 

გადმოწერე სარეგისტრაციო ბარათი


კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული, ინგლისური. სტატიების წარდგენა ხდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ქართულენოვან სტატიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეზიუმე ასევე ინგლისურ ენაზე. ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 3-სა (თანდართული ფორმებით).

 

კონფერენციის მონაწილეები თავისუფალი არიან საორგანიზაციო ხარჯების გადახდისგან (კონფერენციის ჩატარება, კრებულის და პროგრამის ბეჭდვა, პოსტერების ბეჭდვა დაუსწრებელი მონაწილეებისათვის).

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი არ აფინანსებს მონაწილეების სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, სასტუმრო, დღეღამური ხარჯი).

 

კონფერენციის თემები

 

1 ატმოსფერული ქიმია, ატმოსფერული შემადგენლობა, ჰაერის დაბინძურება

2 მეტეოროლოგია, ატმოსფერული ფიზიკა და დინამიკა

3 კლიმატოლოგია და კლიმატის ცვლილება

4 ხმელეთის ეკოლოგია, მიწის საფარის ცვლილება

5 გეოლოგია, ტექტონიკა, ვულკანოლოგია

6 პალეოკლიმატოლოგია, პალეოეკოლოგია

7 დედამიწის წიაღის ფიზიკა, სეისმოლოგია, გეოდინამიკა

8 ოკეანოგრაფია (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, გეოლოგიური)

9 ბიოგეოქიმია, ბიოგეოქიმიური ციკლები, გარემოს ქიმია

10 მინერალოგია, პეტროლოგია, მაგმური პეტროლოგია, მეტამორფული პეტროლოგია

11 გეოქიმია, კოსმოქიმია, კრისტალთა ქიმია, იზოტოპების გეოქიმია, თერმოდინამიკა

12 სედიმენტოლოგია, ნიადაგის მეცნიერება, პალეონტოლოგია, დედამიწის ევოლუცია

13 ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია

14 დედამიწის დაკვირვება კოსმოსიდან/დისტანციური ზონდირება

15 გეომაგნეტიზმი, პალეომაგნეტიზმი

16 ოზონი, ზედა ატმოსფერო, იონოსფერო

17 ჰიდროლოგია, ჰიდროგეოლოგია, საინჟინრო და გარემოს გეოლოგია, წყლისა და

ნიადაგის დაბინძურება

18 კრიოსფერო, თოვლისა და ყინულის საფარის დინამიკა, ზღვის ყინული,

მარადმზრალი მიწა და ყინულის ფარები

19 პლანეტარული გეოლოგია და გეოფიზიკა

20 გეოლოგიური კატასტროფები და გეოსაფრთხეები

21 დედამიწის სისტემის მოდელირება და ურთიერთქმედება

22 მზე-დადამიწის კავშირები

23 გარემოს ცვლილების ბიოლოგიური ასპექტები, მათ შორის კლიმატის ცვლილება

24 ეკოსისტემისა და საზოგადოების ეკოლოგია, მიკრო და მაკროეკოლოგია

25 ადამიანი და გარემო (სამედიცინო მეტეოროლოგია, ბიოკლიმატოლოგია, ასტრობიოლოგია, კოსმოსური ამინდი და სხვა)

26 სხვა საკითხები, დაკავშირებული დედამიწის ძირითადი გარსების (ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო) კვლევებთან.


კონფერენციის მიზნები

·       მეცნიერთა პოტენციალის გამოვლენა დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესების კვლევების დარგში;

·       მეცნიერთა კავშირების დამყარება და განმტკიცება;

·       სამეცნიერო კვლევების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა;

·       კონფერენციის თემის საკითხების მიმართ საშუალო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;

·       კონფერენციის თემის საკითხების გარშემო საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება;

·       მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის, სამთავრობო სტრუქტურებისთვის, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პირებისთვის იმ პრობლემების თანამედროვე მდგომარეობასთან გაცნობა, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესებისთან.

 

კონფერენციის ამოცანები

 

·       დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესების შესწავლის დარგში მრავალწლიანი კვლევების  შედეგების პრეზენტაცია პლენარულ სხდომაზე (ზეპირისტენდურივიდეო);

·       სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული მოხსენებების პრეზენტაცია და მათი განხილვა პლენარულ, სასექციო სხდომებზე და სტენდური სახით.

 

სამიზნე ჯგუფები

 

·       ქართული და უცხოური სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ კონფერენციის თემატიკასთან (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, საგანგებო სიტუაციების სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო კორპორაციები და სხვა).


მოსალოდნელი შედეგები

 

·       დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესების კვლევის დარგში ისტორიული და თანამედროვე მიღწევების პოპულარიზაცია;

·       მსოფლიოს ფართო საზოგადოებისათვის  იმ პრობლემების თანამედროვე მდგომარეობასთან გაცნობა, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესების კვლევებთან;

·       საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება კონფერენციის თემატიკებთან დაკავშირებული თანამედროვე მიღწევების სამეცნიერო და პრაქტიკული გამოყენებისათვის;

·        კონფერენციის თემატიკებთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური რისკების შეფასება და ამ რისკების პრევენციისათვის საერთო მოქმედებების ორგანიზების შესაძლებლობების გამოვლენა;

·       დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესების კვლევის დარგში საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ბაზის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.

 

 

კონფერენციის ორგანიზატორები

 

·       თსუ, მიხეილ ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტი;

·       საქართველოს გეოფიზიკური ასოციაცია.

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები

 

·       განაცხადების და სტატიების მიღება (თანდართული ფორმებით) – 2023 წ. 5 ოქტომბერის ჩათვლით;

·       სტატიების შერჩევა და შერჩეული სატატიების შესახებ შეტყობინების გაგზავნა - 2023 წ. 10 ოქტომბერი;

·       პოსტერის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა (დაუსწრებელი მონაწილეებისათვის) – 2023 წ. 10 ნოემბრამდე. დასწრებულად სტენდური მოხსენების შენთხვევეში პოსტერები იქონიეთ თან;

·       პოსტერების ბეჭდვა - (დაუსწრებელი მონაწილეებისათვის) – 2023 წ. 10 ნოემბრამდე;

·       ავტორთა შეტყობინება (პროგრამა და სხვ) - 2023 წ. 5 ნოემბრამდე;

·       კონფერენციის შრომათა კრებულის გამოცემა - 2023 წ. 15 ნოემბრამდე;

·       თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გეოფიზიკის ინსტიტუტის პორტალზე კონფერენციის შრომათა კრებულის და ცალკეული სტატიების ელექტრონული ვერსიის ატვირთვა   - 2023 წ. 15 დეკემბრამდე;

·       კონფერენციაზე რეგისტრაცია - 2023 წ. 16 ნოემბრამდე;

·       სერტიფიკატების გაცემა - 2023 წ. 16-17 ნოემბერი.

 

 

 

საკონტაქტო პირი:

მიხეილ ფიფია -ელ. ფოსტა: geophysics@tsu.ge , მობ.: +995 593 55 65 11; +995 598 68 60 77

 


მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის

·       სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word 2003 -ში; (save as 97-2003);

·       არეები: ზედა, მარცხენა, მარჯვენა, ქვედა -20 მმ;

·       გამოყენებული შრიფრი: ქართული სტატიისათვის Sylfaen. ინგლისური სტატიებისათვის Times New Roman. სტრიქონთა შორისი ინტერვალი - 1.0;

·       სტატიაში ფორმულები აკრებილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;

·       ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;

·       პირველი გვერდის თავში უნდა დაიბეჭდოს (ან დაკოპირდეს) ზემოთ აღნიშნული კოლონტიტული (10 Pt, Bold, ინტერვალი - 1.0, ქვემოთ - ხაზი):

·       ორი სტრიქონის გამოტოვებით უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt , Bold);

·       სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (12 Pt , Bold);

·       მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (10Pt, Bold; სტატიაში სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა *, **, და ა.შ.);

·       სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის მოკლე ანოტაცია იმ ენაზე, რომელზეც დაწერილია სტატია, 3-4 საკვანძო სიტყვით (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი);

·       სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსში (11 Pt);

·       ორი სტრიქონის გამოტოვებით - გამოყენებული ლიტერატურა არაუმეტეს 10-სა, ნუმერაციით 1....10, (10 Pt); ტექსტში აღინიშნება [1]….[10];

·       ორი სტრიქონის გამოტოვებით - ქართულ ენაზე დაწერილ ნაშრომში ინგლისურ ენაზე: სტატიის სათაური (14 Pt , Bold), სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (12 Pt, Bold); სტრიქონის გამოტოვებით - რეზიუმე 3-4 საკვანძო სიტყვით (10 Pt); სულ არაუმეტეს 1000 სიმბოლო;

·       სტატიის მოცულობა 3-4 გვერდი; ბოლო გვერდი არ უნდა იყოს გვერდის 3/4 - ზე ნაკლები;

·       ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 3-სა;

·       პოსტერის ზომები 594 × 841 მმ (A1 ფორმატი);

·       სტატიის ელექტრონული ვერსია გადმოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე: geophysics@tsu.ge

·        კონფერენციის შრომათა კრებული და ცალკეული სტატიები ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში.

ლიტერატურის გაფორმება: წიგნების ან მონოგრაფიების გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; წიგნის ან მონოგრაფიის დასახელება; გამოცემის ადგილი; გამომცემლობის დასახელება; გამოცემის წელი, გვერდები. სამეცნიერო ნაშრომის გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; ნაშრომის დასახელება; ორი დახრილი ხაზი; ჟურნალის (კონფერენციის, კონგრესის, შრომათა კრებულისდა ა.შ.) დასახელება; პუბლიკაციის ადგილი; გამოცემის წელი; ჟურნალის (ტომის) ნომერი, გვერდები.

მითითება ინტერნეტ წყაროებზე ხორციელდება სტატიის ტექსტში ნუმერაციის გარეშე, მაგ. (www.amindi.ge).

 

       

საკონტაქტო პირი:

მიხეილ ფიფია -ელ. ფოსტა: geophysics@tsu.ge, მობ.: +995 593 55 65 11; +995 598 68 60 77


 გადმოწერე სარეგისტრაციო ბარათი