2020 წლის 17 სექტემბრიდან -12 ოქტომბერამდე ენგურჰესის რაიონში მიმდინარეობდა ახალი სეისმური და გეოდეზიური ქსელის ინსტალაცია გერმანულ-ქართული პროექტის DAMAST ის ფარგლებში

» Read more

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბუნებრივიკატასტროფები საქართველოში: მონიტორინგი, პრევენცია, შედეგების შერბილება“, თბილისი, 12–14 დეკემბერი, 2019 წ.

მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის

  • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word 2003 -ში;(save as 97-2003);
  • არეები: ზედა, მარცხენა, მარჯვენა, ქვედა -20 მმ;
  • გამოყენებული შრიფტი: ქართული სტატიისათვის Sylfaen. ინგლისური სტატიებისათვის Times New Roman. სტრიქონთა შორისი ინტერვალი – 1.0;
  • სტატიაში ფორმულები აკრეფილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
  • ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;
  • პირველი გვერდის თავში უნდა დაიბეჭდოს (ან დაკოპირდეს) ზემოთ აღნიშნული კოლონტიტული (10 Pt, Bold, ინტერვალი – 1.0, ქვემოთ – ხაზი):
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt , Bold);
  • სტრიქონის გამოტოვებით – ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (12 Pt , Bold);
  • მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (10Pt, Bold; სტატიაში სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა*);
  • სტრიქონის გამოტოვებით – სტატიის მოკლე ანოტაცია იმ ენაზე, რომელზეც დაწერილია სტატია, 3-4 საკვანძო სიტყვით(10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი);
  • სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსში (11 Pt);
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით – გამოყენებული ლიტერატურა არაუმეტეს 10-სა, ნუმერაციით 1….10, (10 Pt); ტექსტში აღინიშნება [1]….[10] ავტორის შეხედულების მიხედვით;
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით – ქართულ ენაზე დაწერილ ნაშრომში ინგლისურ ენაზე: სტატიის სათაური (14 Pt , Bold), სტრიქონის გამოტოვებით – ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (12 Pt, Bold); სტრიქონის გამოტოვებით – რეზიუმე3-4 საკვანძო სიტყვით (10 Pt);სულ არაუმეტეს 1000 სიმბოლო;
  • სტატიის მოცულობა 3-4 გვერდი; ბოლო გვერდი არ უნდა იყოს გვერდის 3/4 – ზე ნაკლები;
  • ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 2-სა;
  • პოსტერის ზომები594 × 841 მმ(A1 ფორმატი);
  • სტატიის ელექტრონული ვერსია და საორგანიზაციო შენატანის ქვითრის ასლი გადმოიგზავნილი უნდა იყოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ndgconference@4science.ge . სექციის ნომერი მითითებული უნდა იყოს თანმხლევ წერილში (სარეგისტრაციო ბარათში);
  • კონფერენციის შრომათა კრებული და ცალკეული სტატიები ინდექსირებული იქნება სულ მცირეGoogle Scholar-ში.

ლიტერატურის გაფორმება: წიგნების ან მონოგრაფიების გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; წიგნის ან მონოგრაფიის დასახელება; გამოცემის ადგილი; გამომცემლობის დასახელება; გამოცემის წელი, გვერდები. სამეცნიერო ნაშრომის გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; ნაშრომის დასახელება; ორი დახრილი ხაზი; ჟურნალის (კონფერენციის, კონგრესის, შრომათა კრებულის და ა.შ.) დასახელება; პუბლიკაციის ადგილი; გამოცემის წელი; ჟურნალის (ტომის) ნომერი, გვერდები.

მითითება ინტერნეტ წყაროებზე ხორციელდება სტატიის ტექსტში ნუმერაციის გარეშე, მაგ. (www.amindi.ge).

სტატიის ელექტრონული ვერსია, სარეგისტრაციო ბარათი და საორგანიზაციო შენატანის ქვითრის ასლი უნდაგადმოგზავნოსელ. ფოსტით მისამართზე:ndgconference@4science.ge

 რეგისტრაცია და სტატიის ატვირთვა შესაძლებელია აგრეთვე ვებ-გვერდზე:

 

http://4science.ge/conferences/index.php/CONF/CONF

 საკონტაქტო პირები:

 ნინობერიანიძეელ. ფოსტა:nikoli700@yahoo.com, მობ.: +995 598303600

მანანანიკოლაიშვილიელ. ფოსტა:manananikola@gmail.com,მობ.: +995 557 23 62 90

მიხეილფიფიაელ. ფოსტა:m.pipia@gtu.ge,მობ.: +995 593 55 65 11

 ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული, კონფერენციის თემატიკის შეუსაბამო ან საორგანიზაციო შენატანის ქვითრის გარეშე წარმოდგენილი სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება.

გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად! სექციები და თემები

ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში: მონიტორინგი, პრევენცია, შედეგების შერბილება.

ეძღვნება საქართველოში რეგულარული მაგნიტურ-მეტეოროლოგიური და სეისმური დაკვირვებების ორგანიზების 175 და 120 წლისთავს.

თბილისი, 12–14 დეკემბერი, 2019 წ. » Read more

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში: მონიტორინგი, პრევენცია, შედეგების შერბილება.

ეძღვნება საქართველოში რეგულარული მაგნიტურ-მეტეოროლოგიური და სეისმური დაკვირვებების ორგანიზების 175 და 120 წლისთავს.

თბილისი, 12–14 დეკემბერი, 2019 წ. » Read more

3 DAYS FORECAST FOR THE GEORGIAN BLACK SEA COASTAL ZONE

ჰიდროფიზიკური ველებისა და მინარევების გავრცელების პროგნოზი შავი ზღვის საქართველოს სექტორში ი. ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტში შემუშავებული რეგიონული პროგნოზული სისტემის საფუძველზე

ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას. სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორში ევროკავშირის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების ARENA და ECOOP ფარგლებში შემუშავებულია რეგიონული ოპერატიული პროგნოზის სისტემა (ავტორები ა. კორძაძე, დ. დემეტრაშვილი) შავი ზღვის საქართველოს სექტორისა და მიმდებარე აკვატორიისათვის (რეგიონული პროგნოზის არე გამოყოფილია ზღვის აუზის ღია ნაწილისაგან პირობითი თხევადი საზღვრით, რომელიც ემთხვევა დაახლოებით ქ. ტუაფსეზე გამავალ ა. გ. 39.080 მერიდიანს). პროგნოზული სისტემის შემდგომი სრულყოფა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში (2013-2015). რეგიონული პროგნოზის სისტემა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მთლიანად შავი ზღვის დიაგნოზისა და პროგნოზის სისტემისა.

რეგიონული საზღვაო პროგნოზის სისტემის ახალი ვერსია შედგება ჰიდროდინამიკური და ეკოლოგიური ბლოკებისაგან. ჰიდროდინამიკური ბლოკი შეიცავს გეოფიზიკის ინსტიტუტის შავი ზღვის დინამიკის რეგიონულ მათემატიკურ მოდელს 1 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით, რომლის სათვლელი ბადე ჩადგმულია ზღვის ჰიდროფიზიკის ინსტიტუტის (ზჰი, ქ. სევასტოპოლი) შავი ზღვის დინამიკის მათემატიკური მოდელის სათვლელ ბადეში 5 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით. ეკოლოგიური ბლოკი შედგება ზღვის გარემოში დამაჭუჭყიანებელი მინარევების გავრცელების ორი და სამგანზომილებიანი მათემატიკური მოდელებისაგან, რომლებიც გამოიყენებენ ზღვის დინამიკის რეგიონული მოდელით გამოთვლილ დინების ველებს.

ზღვის დინამიკის რეგიონული მოდელი დაფუძნებულია ოკეანის ჰიდროთერმოდინამიკის განტოლებათა სრულ სისტემაზე ჰიდროსტატიკურ მიახლოებაში, ხოლო მინარევების გავრცელების მათემატიკურ მოდელებს საფუძვლად უდევს ადვექცია-დიფუზიის ორი და სამგანზომილებიანი განტოლებები. საზღვაო პროგნოზების გამოთვლისათვის საჭირო ყველა მონაცემი მიიღება ყოველდღიურად ოპერატიულთან მიახლოებულ რეჟიმში ზჰი-დან ინტერნეტის საშუალებით. ეს მონაცემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზღვის დინამიკის რეგიონულ მოდელს საწყისი და სასაზღვრო პირობებით, შემდეგია:
• დინების სიჩქარის კომპონენტების, ტემპერატურისა და მარილიანობის სამგანზომილებიანი საწყისი ველები;
• თხევად საზღვარზე სიჩქარის კომპონენტების, ტემპერატურისა და მარილიანობის პროგნოზული მნიშვნელობები, რომლებიც გამოთვლილია ზჰი-ის ზღვის დინამიკის მოდელით;
• ზღვის ზედაპირზე მეტეოროლოგიური ველების პროგნოზული მნიშვნელობები, რომლებიც გამოთვლილია რეგიონული ატმოსფერული მოდელის ALADIN -ის ან ქ. ათენის უნივერსიტეტის SCIRON პროგნოზული სისტემის საფუძველზე.

რეგიონული პროგნოზის სისტემა საშუალებას იძლევა გამოვთვალოთ ძირითადი ჰიდროფიზიკური სიდიდეების – დინების, ტემპერატურისა და მარილიანობის სამგანზომილებიანი ველების 3 დღიანი პროგნოზი შავი ზღვის საქართველოს სექტორსა და მიმდებარე აკვატორიაში 1კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით, ხოლო საგანგებო სიტუაციებში – ზღვაში ავარიულად მოხვედრილი მინარევების კონცენტრაციები და დაჭუჭყიანების გავრცელების არეები.

რეგიონულ პროგნოზულ სისტემაში შემავალ მათემატიკურ მოდელების განტოლებათა ამოსახსნელად გამოყენებულია გახლეჩის ორციკლიანი მეთოდები. პროგნოზული არე და რეგიონული პროგნოზის სიტემის სტრუქტურა ნაჩვენებია ნახაზზე.

.

 

 

მოცემულ ვებ-გვერდზე შესაძლებელია ზღვის დინების, ტემპერატურისა და მარილიანობის 24, 48 და 72-სთ-იანი პროგნოზული ველების ნახვა z = 0, 20, 50 მ ჰორიზონტებზე შავი ზღვის განაპირა აღმოსავლეთ ნაწილისათვის. დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ უფრო დეტალიზირებული პროგნოზული ინფორმაცია აღნიშნული ველების შესახებ ვიზუალური ან ციფრული ფორმით, შეუძლიათ დაუკავშირდნენ დ. დემეტრაშვილს.
მობ.: 574 753 218, ელ. ფოსტა: demetr_48@yahoo.com.

 

 

ავტორთა შესახებ

ავთანდილ კორძაძე – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი, მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის
ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური
მოდელირების სექტორის ხელმძღვანელი 1989-2018 წწ.-ში. 1967 წ.
დაამთავრა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-
მათემატიკის ფაკულტეტი. 1967-1984 წლებში მუშაობდა სსრკ
მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების გამოთვლით
ცენტრში (ქ. ნოვოსიბირსკი, აკადემქალაქი), ხოლო 1984-1989 წწ.-ში
სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გამოთვლითი
მათემატიკის განყოფილებაში ქ. მოსკოვში (ამჟამად, რუსეთის
მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1989 წელს ა. კორძაძე გადაყვანილ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტში (ქ. თბილისი), მის მიერ დაარსებულ ზღვის დინამიკის განყოფილების გამგედ (ამჟამად, ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორი), სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. მრავალი წლის განმავლობაში ა. კორძაძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში, ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კორძაძის სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია ოკეანის დინამიკის ამოცანების მათემატიკურ დასაბუთებასთან, შავ ზღვასა და ატმოსფეროში ჰიდროთერმოდინამიკური და ეკოლოგიური პროცესების მათემატიკურ მოდელირებასთან. აღნიშნულ საკითხებზე მას გამოქვეყნებული აქვს 170-მდე სამეცნიერო ნაშრომი.
ა. კორძაძე გარდაიცვალა 2018 წლის 6 მარტს.

 

დემური დემეტრაშვილი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა
დოქტორი, ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის
ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორის
ხელმძღვანელი 2018 წლიდან. 1971 წელს დაამთავრა ივ.
ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფიზიკის ფაკულტეტი (სპეციალობა „თეორიული ფიზიკა“). 1974-
1977 წწ.-ში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის
განყოფილების გამოთვლითი ცენტრის ასპირანტი (ქ.
ნოვოსიბირსკი, აკადემქალაქი), 1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს მონიტორინგის რესპუბლიკური ცენტრის უფროსის მოადგილედ. 1982-1989 წლებში იყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1996-2006 წწ.-ში იმავე ინსტიტუტის დინამიკური მეტეოროლოგიის ლაბორატორიის გამგე. 1989-2018 წწ.-ში იყო მ. ნოდიას სახ. ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორის წამყვანი და მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. დ. დემეტრაშვილი არის ავტორი 170 -ზე მეტი პუბლიკაციისა მეზომასშტაბური ატმოსფერული პროცესებისა და შავი ზღვის ჰიდროფიზიკური ველების, აგრეთვე შავ ზღვაში სხვადასხვა მინარევების გავრცელების მათემატიკური მოდელირების სფეროში.

დემური დემეტრაშვილი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი,

სექტორის ხელმძღვანელი » Read more

ალექსანდრე სურმავა

ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი,

მთავარი მეცნიერ თანამშრომელი » Read more

დიანა კვარაცხელია

PhD,  დოქტორი,

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. » Read more

მამუკა გვილავა

მეცნიერებათა აკად. დოქტორი,

სპეციალისტი
» Read more

1 2 3 4 5