სეისმური მიკროდარაიონება – წარმოადგენს ლოკალურად სეისმური საშიშროების და რისკების შეფასებას კონკრეტული გეოგრაფიული ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლებიც ხასიათდება ერთგვაროვანი (ჰომოგენური) სეისმური მახასიათებლებით. პრაქტიკულად  სეისმური მიკროდარაიონება  განსაზღვრავს სტაბილურ და არა სტაბილურ ზონებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან სეისმური მოძრაობის გაძლიერებისკენ და ხასიათდებიან კონკრეტული ადგილობრივი გაძლიერების ფაქტორით. ლოკალური სეისმური გაძლიერების ფაქტორი მიწისძვრის შედეგად დაზიანების პირველი მიზეზია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიწისძვრის ზომა. ამის კარგი მაგალითია უკანასკნელ წლებში  ცენტრალური მექსიკაში 1985 წლის 19 სექტემბერს მომხდარი ძლიერი მიწისძვრა, მადნიტუდით 8 (M=8). ეპიცენტრულ ზონაში მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოიწვია, მაგრამ 400-მდე შენობა-ნაგებობის დაშლა და მეტ-ნაკლებად დიდი ზიანი მიაყენა ქ. მეხიკოს, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაშორებულია 240 კმ-ით. სურ.1

 

 

სურ.1 ქ. მეხიკოში, 1985 წლის მიწისძვრის შედეგად დაშლილი შენობები. ქ. მეხიკო გაშენებულია ღრმა სედიმენტურ ფენაზე, სადაც რეზონანსული სიხშირე 1 ჰც -ის ფარგლებშია.
სეისმური მიკროდარაიონება პირობითად მოიცავს სამ დონეს:
• პირველი დონე მოიცავს მონაცემების შეგროვებას და შემდგომ ინტერპრეტაციას. მოხდეს ერთგვაროვანი ზონების გამოყოფა და დახასსიათება.
• მეორე დონე მიზნად ისახავს ერთგვაროვანი ზონებში დამატებით და ფოკუსირებულ კვლევების ჩატარებას, რათა განისაზღვროს სეისმური მიკროდარაიონების რუკა.
• მესამე დონე წარმოადგენს სეისმური მიკროდარაიონების დეტალურ რუკას, კონკრეტულ ზონებში და და სრულად საკვლევ არეზე.
სეისმური მიკროდარაიონების რუკაზე მითითებული მიკროზონები კლასიფიცირდება 3 კატეგორიის მიხედვით:
ა) სტაბილური ზონები, სადაც არ სეინიშნება გარემოს ლოკალური მნიშვნელოვანი ეფექტები ( გეოლოგიური ძირითადი ქანის დახრისკუთხე ძალიან მცირეა, დახრის კუთხის გრადიენტი 15 გრადუსზე მცირე.)
ბ) სტაბილური ზონები, რომლებიც მიწისძვრის პირობებში გამოირჩევიან ლოკალური გაძლიერების ფაქტორით (ლოკალური ლითო-სტრატიგრაფიული და გეომორფოლოგიური პირობების შედეგად)
გ) არასტაბილურობისკენ მიდრეკილი ზონები, სადაც მოსალოდნელია გარემოს მკვეთრი და ამავდროულად შესაძლოა საკვლევი ტერიტორია გამოირჩეოდეს მუდმივი დეფორმაციით. არასტაბილურობის ძირითადი სახეებია:
• გეოლოგიური ძირითადი ქანის დახრის კუთხის არასტაბილური ცვალებადობა
• ნიადაგის ამგები ფუძე-გრუნტების გაწყლოვანების მაღალი ხარისხი
• აქტიური რღვევები
• არაერთგვაროვანი დასახლებები.

 

იმისათვის რომ განისაზღვროს ძირითადი სესისმური ტალღების სიჩქარეები და ნიადაგის ამგები გრუნტების გეომეტრია და ლითოლოგია, ხორციელდება შემდეგი გეოფიზიკური კვლევები:
• არეკვლილი/გარდატეხილი სეისმური ტალღების მეთოდი, მრავალარხოვანი ჩამწერის და გეოფონების მეშვეობით. სურ.2

 

მეთოდი RAS-24 მრავალარხოვანი ჩამწერის და 4.5 ჰც ვერტიკალური გეოფონების მეშვეობით.

სურ.3 Vs –  განივი ტალღის სიჩქარის პროფილი.

ვრცლად იხ.>>