ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორი

 

დემეტრაშვილი დემური    –  ფიზ.-მათ მეცნ. დოქტორი, სექტორის ხელმძღვანელი

სურმავა ალექსანდრე   –  ფიზ.-მათ მეცნ. დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

კვარაცხელია  დიანა     –   აკადემიური დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

კუხალაშვილი ვეფხია  –  მაგისტრი, მეცნიერი თანამშრომელი

გვილავა მამუკა   – აკადემიური დოქტორი, სპეციალისტი

 

1989 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ავთანდილ კორძაძის ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ზღვის დინამიკის განყოფილება (შემდგომში, ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორი, ხოლო ამჟამად, ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორი), რომელმაც საფუძველი დაუდო ინსტიტუტისათვის შედარებით ახალ მიმართულებას – შავი ზღვისა და ატმოსფეროს ჰიდროთერმოდინამიკური და ეკოლოგიური პროცესების შესწავლას მათემატიკური მოდელირების საფუძველზე. სამწუხაროდ, განყოფილების დაარსება და ფუნქციონირება დაემთხვა დიდი კატაკლიზმების პერიოდს, რამაც არსებითი ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ვითარებაში ძალზედ რთული აღმოჩნდა მეცნიერული საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში, სექტორში არ შეწყვეტილა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები და დღეისათვის სექტორში ჩატარებულ გამოკვლევებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებს იცნობენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

ნახ.1. სექტორის თანამშრომლები: სხედან – ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი დემური
დემეტრაშვილი, ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატი დიანა კვარაცხელია; დგანან მარცხნიდან
მარჯვნივ: ფიზ.- მათ. მეცნ. კანდიდატი მამუკა გვილავა, ფიზ.- მათ მეცნ. დოქტორი
ალექსანდრე სურმავა, მაგისტრი ვეფხია კუხალაშვილი.

 

სექტორში კვლევის ძირითადი მიმართულებებია:

შავ ზღვაში მიმდინარე დინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება;

შავი ზღვის რეგიონული პროგნოზული სისტემის გაუმჯობესებული ვერსიების შემუშავება 

  შავი ზღვის საქართველოს აკვატორიისათვის;

– კავკასიის რეგიონის ატმოსფეროში მიმდინარე ჰიდროთერმოდინამიკური პროცესების 

 შესწავლა მათემატიკური მოდელირების საფუძველზე; 

-ბუნებრივ გარემოში (ზღვა, ატმოსფერო, ნიადაგი) ანთროპოგენური მინარევების გავრცელების 

 კანონზომიერებათა შესწავლა მათემატიკური მოდელირების საფუძველზე. 

 

აღნიშნული მიმართულებების ფარგლებში სექტორში შემუშავებულია მთელი რიგი მათემატიკური მოდელებისა, სახელდობრ:

  • შავი ზღვის დინამიკის ბაროტროპული მოდელი;
  • შავი ზღვის დინამიკის ბაროკლინური მოდელი 10 და 5 კმ სივრცითი გარჩევისუნარიანობით;
  • მაღალი გარჩევისუნარიანი შავი ზღვის დინამიკის რეგიონული მოდელი შავი ზღვის განაპირა აღმოსავლეთ აკვატორიისათვის (1 კმ სივრცითი ბიჯით);
  • რეგიონული და მეზომასშტაბური ატმოსფერული პროცესების არასტაციონარული ჰიდროდინამიკური მოდელები შემოსაზღვრული ტერიტორიისათვის;
  • შავ ზღვაში არაკონსერვატიულ დამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა გავრცელების ორი და სამგანზომილებიანი მათემატიკური მოდელები;
  • ზღვის აუზში დაჭუჭყიანების წყაროს მდებარეობის განსაზღვრის მათემატიკური

       მეთოდი;

  • ატმოსფეროში, მდინარეებსა და ნიადაგში სხვადასხვა ანთროპოგენური მინარევების გავრცელების არასტაციონარული რიცხვითი მოდელები.

შემუშავებულია შავი ზღვა-ატმოსფერო-ნიადაგის, როგორც ერთიანი ჰიდროთერმოდინამიკური სისტემის მათემატიკური მოდელის სტრუქტურა და თეორიული საფუძვლები.
სრულად>>