მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი   

 

საქართველო, ისე როგორც მთელი კავკასია, გეოლოგიური  თვალსაზრისით წარმოადგენს საკმაოდ რთულ რეგიონს და გამოირჩევა მაღალი სეისმური აქტივობით. ამიტომაც არის, რომ მასალები საქართველოსა და მიმდებარე რეგიონებში არსებული სეისმური მოვლენების, კერძოდ ძლიერი მიწისძვრების შესახებ, რომლებმაც დიდი ნგრევები გამოიწვიეს, უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგრამ ასეთი სახის მასალებს, ძირითადად, აღწერითი ხასიათი ჰქონდათ.  მე – XIX საუკუნის დასაწყისიდან გაძლიერდა გეოფიზიკური მოვლენების რაოდენობრივი შეფასების ტენდენცია (დედამიწის მაგნიტური ველის დაძაბულობის, სიმძიმის ძალის აჩქარების, მეტეოროლოგიურ მოვლენებთან დაკავშირებული ძირითადი პარამეტრების განსაზღვრა და სხვა). 1844 წელს თბილისში დაარსდა კავკასიაში პირველი და რუსეთში ერთ-ერთი პირველთაგანი, მაგნეტო-მეტეოროლოგიური ობსერვატორია, რომელმაც ფუნდამენტური როლი შეასრულა გეოფიზიკური მეცნიერების განვითარებაში. ობსერვატორიას დაარსებიდანვე ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი, სახელოვანი მეცნიერები: ა. კუპფერი, ა. ფილადელფინი, პ. მორიცი, გ. აბიხი, ი. მილბერნი, ს. გლასეკი და სხვა. ობსერვატორიის სახით შეიქმნა მძლავრი და ავტორიტეტული სამეცნიერო ცენტრი, სადაც მიმდინარეობდა გეომაგნიტური, სეისმოლოგიური, მეტეოროლოგიური, გრავიმეტრიული დაკვირვებები და მიღებული მასალები ნაბეჭდი პროდუქციის სახით იგზავნებოდა მსოფლიოს ფიზიკურ ობსერვატორიებში. შემდგომ პერიოდში ობსერვატორია გადატანილ იქნა ჯერ კარსანში, შემდგეგ კი – დუშეთში.

ამრიგად, თანდათანობით მომზადდა და შეიქმნა რეალური შესაძლებლობა გეოფიზიკური პროფილის დაწესებულების (ინსტიტუტის) შესაქმნელად. ასეთი სახის ორგანიზაციის კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, ობსერვატორიის ინიციატივით, 1932 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ე.წ. დაჩქარებულ ასპირანტურაში გაიგზავნენ ობსერვატორიის ახალგაზრდა კადრები-ბატონები: ბ. ბალავაძე, გ. თვალთვაძე, ვ. ქებულაძე, ა. ცხაკაია და სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის თანამშრომლები-ბატონები: ა. ბუხნიკაშვილი და ა. აბაკელია.

1933 წლის 1 ნოემბერს, ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალისა და საქართველოს განყოფილების პრეზიდიუმის 1933 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით, შეიქმნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის თბილისის გეოფიზიკური ინსტიტუტი, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული მეცნიერებისა და კულტურის განვითარების ისტორიაში.

გეოფიზიკური ინსტიტუტის შექმნა დაემთხვა პერიოდს, როდესაც სახელმწიფოს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის დადგენა და ათვისება. აუცილებელი შეიქმნა მინერალურ- ნედლეული ბაზის გაფართოება, რისთვისაც გეოფიზიკური მეთოდებით სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების, ტერიტორიის სეისმური პირობების შესწავლას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. საქართველო, თავისი გეოლოგიური პირობებით, წარმოადგენდა ბუნებრივ ლაბორატორიას გეოფიზიკური კვლევების განვითარების თვალსაზრისით.ინსტიტუტის პირველ დირექტორად დაინიშნა პროფესორი პ. ნიკიფოროვი, მოადგილეებად პროფესორები: ნ. მუსხელიშვილი და მ. ნოდია, სწავლულ მდივნად ა. ცხაკაია. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის თეორიული და მათემატიკური გეოფიზიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა პროფესორი ნ. მუსხელიშვილი. ინსტიტუტის შემადგენლობაში, ასევე, შევიდა ობსერვატორიის სეისმური სადგური.

1941 წელს, საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, გეოფიზიკური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორად დაინიშნა პროფესორი მ. ნოდია.

1950 წლის 1 დეკემბრიდან ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტი გაიყო ორ –   ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტებად. გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა პროფესორი ბ. ბალავაძე.

1953 წელს, ბატონ ბ. ბალავაძის დოქტურანტურაში სწავლის მიზნით ქ. მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით, ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა პროფესორი ა. ბუხნიკაშვილი, რომელიც ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა 1972 წლამდე.

1956 წელს ინსტიტუტს გადმოეცა დუშეთის მაგნიტური ობსერვატორია და კოსმოსური სხივების სადგური. დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია შედის გეომაგნიტური ობსერვატორიების მსოფლიო ქსელში. აქ მიმდინარეობს უწყვეტი დაკვირვებები დედამიწის მაგნიტური ველის პარამეტრებზე. ობსერვატორიის მონაცემების მთავარი ღირსებაა მისი უწყვეტობა 160 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გეოფიზიკის დარგებში   სხვადასხვა პრობლემების პლანეტარული მასშტაბით მიმდინარე კვლევის დროს. 2006 წლიდან, იაპონელი მეცნიერების დახმარებით, ობსერვატორიაში დაკვირვებები მიმდინარეობს თანამედროვე ციფრული გამზომი ხელსაწყოებით.

კოსმოსური სხივების ექსპერიმენტული კოსმოფიზიკური კომპლექსი  შეყვანილია კოსმოსური სხივების მსოფლიო ქსელში, როგორც საყრდენი სადგური. კოსმოფიზიკური ობსერვატორიის მონაცემები, მსოფლიო სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებთან ერთად, განთავსებულია მსოფლიო მონაცემთა ბაზებში და ინტერნეტში.

1957 წელს ინსტიტუტში შეიქმნა ალაზნის სეტყვის საწინააღმდეგო ბაზა სოფელ რუისპირში, სტაციონალური ექსპედიციის სახით. 1961 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეიქმნა, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი, სეტყვასთან ბრძოლის სამსახური, რასაც წინ უძღოდა გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევები და ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტები. 1969 წელს სეტყვის პროცესებზე ზემოქმედების საშუალებების დამუშავებისა და დანერგვისათვის, სამუშაოების ხელმძღვანელებმა პროფესორმა ა. ბუხნიკაშვილმა და ა. ქარცივაძემ მიიღეს სსრკ სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, 1985 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით, სხვა მეცნიერებთან ერთად, დაჯილდოვდა ბატონი ა.ქარცივაძე. ასევე, ბატონი ა.ქარცივაძე გახდა თანაავტორი სამეცნიერო აღმოჩენისა, რომელიც ეხება ატმოსფეროში გადამეტივებული წყლის სისტემების აქტიურ კრისტალიზაციას.

1960 -იანი წლებიდან ინსტიტუტი გეოფიზიკური მეთოდებით იკვლევს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებარე მსხვილ საინჟინრო ობიექტების არეში მიმდინარე ტექტონიკურ პროცესებს. 1967 წლიდან ინსტიტუტში ფუნქციონირებს დედამიწის ქერქის დინამიკის განყოფილება, ამჟამად ენგურჰესის საერთაშორისო გეოფიზიკური პოლიგონი, სადაც წარმოებს მაღლივი კაშხლის კლდოვან ფუძეში ქანების დაძაბულ-დეფორმაციული პროცესების უწყვეტი  გეოფიზიკური მონიტორინგი – ხელმძღვანელი პროფესორი ვ. აბაშიძე. აღნიშნული გამოკვლევების საფუძველზე, 1996 წლიდან, ევროსაბჭომ საქართველოში დააფუძვნა მაღლივი კაშხლების გეოდინამიკური რისკის ევროპული ცენტრი ხელმძღვანელი პროფესორი  თამაზ ჭელიძე. ცენტრი, ამ საინტერესო კვლევებთან ერთად, მოწოდებულია ჩაერთოს საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე ბუნებრივი და ტექნოგენური რისკების კვლევაში.

1963 წლიდან ინსტიტუტთან ჩამოყალიბდა   სეისმურ დაკვირვებათა ერთიანი ქსელის კავკასიის ზონალური ცენტრი, რომელიც კოორდინაციას უწევდა კავკასიაში სეისმურ დაკვირვებებს და მათი ერთობლივი ძალისხმევის  შედეგად ყოველწლიურად გამოდიოდა კავკასიის სეისმოლოგიური ბიულეტენი.

1964 წელს ინსტიტუტში ამოქმედდა   დედამიწის მიმოქცევის ობსერვატორია უნიკალური გვირაბით,  სადაც მიმდინარეობს უწყვეტი დაკვირვებები სიმძიმის ძალის ცვლილებებზე, დედამიწის ზედაპირის დახრებზე და დეფორმაციებზე. ობსერვატორია წარმოადგენდა სოციალისტური ქვეყნების საერთაშორისო ცენტრს დახრისმზომითი დაკვირვებების უნიფიცირების ხაზით  ხელმძღვანელი მეცნიერებათა დოქტორი კ. ქართველიშვილი.

ამავე წლებში ინსტიტუტში აშენდა ექსპერიმენტალური კომპლექსი ატმოსფეროს ფიზიკაში  თერმობაროკამერა, რომელიც თავისი სიმძლავრითა და შესაძლებლობებით უნიკალურია ყოფილ სსრკ მასშტაბით, სადაც მიმდინარეობს კვლევები ატმოსფერული პროცესების მოდელირების საკითხებში.

 

1967 წლისათვის ინსტიტუტის სტრუქტურა მოიცავდა 11 სამეცნიერო განყოფილებას:

  1. დედამიწის მაგნეტიზმის განყოფილება – ხელ. ნ. კაციაშვილი
  2. მიწისძვრების ფიზიკის განყოფილება – ხელ. ე. ბიუსი
  3. რეგიონული სეისმოლოგიის განყოფილება სეისმური სადგურისქსელით – ხელ. ალ. ცხაკაია
  4. სეისმოლოგიის განყოფილება – ხელ. გ. თვალთვაძე
  5. გრავიმეტრიის განყოფილება – ხელ. ბ. ბალავაძე
  6. გეოელექტრობის განყოფილება – ხელ. ვ. ქებულაძე
  7. რადიომეტრიის განყოფილება – ხელ. ი. ჩხენკელი
  8. ქანების ფიზიკის განყოფილება – ხელ. ლ. ჭანტურიშვილი
  9. ატმოსფეროს ფიზიკის განყოფილება – ხელ. ა. ბალაბუევი
  10. ღრუბლების ფიზიკისა და აქტიური ზემოქმედების განყოფილება – ხელ. ა.ქარცივაძე
  11. კოსმოსური სხივების განყოფილება – ხელ. ვ. ქოიავა.

 

ინსტიტუტის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 227-ს, მათ შორის 117 მეცნ. თანამშრომელი, რომელთაგან 5 მეცნიერებათა დოქტორია და 28 მეცნ. კანდიდატი.

 

1972-87 წლებში ინსტიტუტს კვლავ ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ბენო ბალავაძე., რომელიც, მიუხედავად ხანდაზმულობისა, დღესაც განაგრძობს აქტიურ მეცნიერულ მოღვაწეობას.

1977 წელს მწყობრში ჩადგა ინსტიტუტის ახალი სეისმოლოგიური ობსერვატორია – თბილისი.

1975 წელს ინსტიტუტში აკადემიკოს მ. ალექსიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა  გამოთვლითი გეოფიზიკის განყოფილება, რომელმაც უდიდესი ბიძგი მისცა გეოფიზიკურ კვლევებში მათემატიკური მეთოდების დანერგვას  ყოფილ საბჭოთა კავშირშის რესპუბლიკებში.

 

ამ დროისთვის ინსტიტუტში მუშაობდა 13 განყოფილება  და 8 ლაბორატორია, რომლებიც დარგების მიხედვით გაერთიანებულნი იყვნენ 4 სექტორში (თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 377. მათ შორის 158 მეცნიერი, 4-დოქტორი, 49-კანდიდატი).

  1. გეომაგნეტიზმის და იონოსფეროს სექტორი (1975)  მეცნ. დოქტ. ა. ხანთაძე
  2. გეომაგნეტიზმის განყ.-ბამეცნ. კანდ. ა. ჩხეტია;
  3. იონოსფეროს ლაბორატორიამეცნ. დოქტ. ა. ხანთაძე;
  4. დუშეთის გეოფიზიკური ობსერ(გან-ბა)   მეცნ. კანდ. ვ. მაცაბერიძე.
  5. რადიომეტრიისა და ქანების სექტორი- მეცნ. კანდ. ვ. ქებულაძე
  6. გეოელექტრობისა და ელექტრომეტრიის განყ-ბამეცნ. კანდ. ვ. ქებულაძე;
  7. ქანების ფიზიკის განყ-ბამეცნ.დოქტ. თ. ჭელიძე;
  8. რადიომეტრიის განყ-ბამეცნ. კანდ. შ. ჩხენკელი;
  9. საინჟინრო გეოფიზიკის ლაბორატორიამეცნ. კანდ. დ. ციციშვილი.

III.        გრავიმეტრიის სექტორი  აკად. ბ. ბალავაძე;

  1. გრავიმეტრიის განყ.-ბამეცნ. კანდ. კოტე ქართველიშვილი;
  2. დედამიწის მიმოქცევების ლაბ.-იამეცნ. კანდ. კარლო ქართველიშვილი;
  3. დედამიწის ქერქის ნელი მოძრაობების ლაბ.-იამეცნ. კანდ. ვ. აბაშიძე;
  4. სეისმოლოგიისა და სეისმოძიების სექტორიმეცნ. კანდ. დ. სიხარულიძე
  5. მიწისძვრების ფიზიკის განყ-ბამეცნ. კანდ. დ. სიხარულიძე;
  6. რეგიონალური (შემდგომში რეგიონული) სეისმოლოგიის განყ.-ბამეცნ. კანდ. ო. გოცაძე;
  7. გამოყენებითი სეისმოლოგიის განყ.-ბა მეცნ. კანდ. გ. მურუსუძე;

 

1979 წელს, ძლიერი მიწისძვრების პროგნოზის პრობლემებზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  ინსტიტუტთან ჩამოყალიბდა საცდელ-მეთოდური სეისმოლოგიური პარტია, რომლის ბაზაზეც 1982 წელს შეიქმნა საცდელ-მეთოდური ექსპედიცია (სმგე)  ხელმძღვანელი პროფ. გ. შენგელაია. 1996 წელს კი სმგე-ს ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიქმნა ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახური, რომელიც 2006 წელს სეისმური მონიტორინგის ცენტრის  სახელწოდებით გამოეყო გეოფიზიკის ინსტიტუტს. მას გადაეცა სეისმური ობსერვატორია და  ეროვნული სეისმური ქსელი.

1985 წლისათვის გეოფიზიკის ინსტიტუტი თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე

მრავალრიცხოვანია: თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 635; მათ შორის    14  მეცნიერებათა დოქტორი, 76  მეცნიერებათა კანდიდატი, 1 -საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, 1 – წევრ-კორესპოდენტი,

1987 წელს საერთო კრებამ ინსტიტუტის დირექტორად აირჩია   აკადემიკოსი  მ. ალექსიძე – საქართველოს გეოფიზიკური მეცნიერების ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი.

1989 წელს ინსტიტუტში, შავი ზღვის აუზის ეკოლოგიური სისტემების ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამუშაოების ჩასატარებლად, გაიხსნა ზღვის დინამიკის განყოფილება  ხელმძღვანელი პროფესორი ა. კორძაძე. განყოფილება ერთადერთია კავკასიის რეგიონში, სადაც მათემატიკური მოდელირების საფუძველზე, ექსპერიმენტალური მონაცემების გამოყენებით შეისწავლება ზღვა-ხმელეთი  ატმოსფეროს სისტემაში მიმდინარე ფიზიკური და ეკოლოგიური პროცესები.

1992 წელს მეცნიერთა საერთო კრებამ ინსტიტუტის დირექტორად აირჩია ქიმიისა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,  აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი თამაზ ჭელიძე, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე იმუშავა 2006 წლამდე.

1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტს მიეკუთვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების ფუძემდებლის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მიხეილ ნოდიას სახელი.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის ¹ 58 დადგენილებით მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტს ეწოდა სსიპ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, რომელიც შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში. ინსტიტუტის დირექტორად სამეცნიერო საბჭომ  აირჩია მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ღლონტი.

2007 წელს, საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ბაზაზე, გეოფიზიკის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა კოსმოსური კვლევის ცენტრი – ხელმძღვანელი აკადემიკოსი ჯ. ლომინაძე. ჩენტრის თანამშრომელთა უშუალო ძალისხმევით გეოფიზიკის ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტებში: კოსმოსური ოდისეა და ასტრონომია სკოლისათვის.

 

გეოფიზიკის ინსტიტუტი, საქართველოს მასშტაბით, რეგულარულად ატარებდა მნიშვნელოვან ექსპედიციებს საინჟინრო არქეოლოგიური და ეკოლოგიური საკითხების გადასაწყვეტად, კერძოდ, ჩატარდა ენგურჰესის, ჟინვალჰესისა და ხუდონჰესის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიების გეოფიზიკური გამოკვლევები, შესწავლილ იქნა გეოლოგიურ-გეოფიზიკური პირობები დიდი მეწყრებისა და ღვარცოფების არეებში (დურუჯის ხეობა და ამბროლაურის რაიონის რამდენიმე სოფელი), აღმოჩენილ იქნა მრავალი დაფარული არქეოლოგიური მონუმენტი არმაზციხის ტერიტორიაზე, დადგენილ იქნა მძიმე მეტალებით დაბინძურების ხასიათი მარნეულის რაიონში, ჩატარდა წყლის მოპოვების საძიებო სამუშაოები ბოლნისის რაიონში, გამოკვლეულ იქნა Aაზერბაიჯან-საქართველოს გაზსადენი მილის კოროზიის პირობები; ურეკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული გეომაგნიტური კვლევების საფუძველზე წამოყენებულია ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც მაგნიტური ველის ვარიაციები შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ცოცხალ ორგანიზმზე, თუ მას თან არ ახლავს გლობალური მაგნიტური ქარიშხლების თანმდევი მოკლეპერიოდიანი პულსაციები და მეტად დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამისხივება.  ინსტიტუტში დაარსდა და უკვე დაიბეჭდა  პერიოდული ინგლისურენოვანი ჟურნალის – საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოება 22 ტომი, რომელიც იგზავნება საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში, მომზადდა და გამოიცა ინსტიტუტის 60-მდე შრომათა კრებული, 72 მონოგრაფია,  გამოჩენილი მეცნიერების 8 ბიბლიოგრაფია, 14 სახელმძღვანელო, 50 ბიულეტენი და სხვა. ინსტიტუტის არსებობის მანძილზე თანამშრომელთა მიერ დაცულია 36 სადოქტორო და 220 საკანდიდატო დისერტაცია. წლების მანძილზე ინსტიტუტში ფუნქციონირებდა სადოქტორო და საკანდიდატო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭო. ინსტიტუტის 6 თანამშრომელს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, 9 თანამშრომელი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. საზღვარგარეთ, საძიებო საექსპედიციო სამუშაოების შესასრულებლად, გასული საუკუნის 70-80 იან წლებში მივლინებულ იყო ინსტიტუტის  20-მდე თანამშრომელი.

გეოფიზიკის ინსტიტუტს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები (ერთობლივი თემები, ექსპედიციები, ლექციების წაკითხვა, სამეცნიერო ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა და სხვა) აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებთან (საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, ბრიტანეთი, საბერძნეთი, აშშ, ბულგარეთი, რუსეთი, უკრაინა, ბრაზილია).

გეოფიზიკის დარგში გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომისათვის,  ინსტიტუტში დაწესებულია აკადემიკოს მ. ალექსიძის პრემია  და  ახალგაზრდული პრემია. 1993 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ მრავალ საერთაშორისო (INTAS, NATO, INCO-COPERNICUS, ISTC, IAEA, ISTU) da erovnuli sagranto proeqtebSi.

 

2007 წლიდან  მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის  სტრუქტურაში შედის 7 სამეცნიერო სექტორი და 1 სამეცნიერო   ცენტრი:

  1. გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის –   ხელ.   თ. ჭელიძე;
  2. სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი – ხელ. –  ნ. წერეთელი;
  3. გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი – ხელ.  თ. მაჭარაშვილი
  4. დედამიწის ფიზიკა და გეომაგნეტიზმი ხელ. –  თ. ქირია;
  5. ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის ამოცანები – ხელ. გ. მელიქაძე;
  6. დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია – ხელ. რ. გოგუა
  7. კოსმოფიზიკური ობსერვატორია – ხელ. ი. ტუსკია
  8. ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება – ხელ.  დ. დემეტრაშვილი
  9. კოსმოსური კვლევის ცენტრი – ხელ.  დ. ზილფიმიანი

 

აღნიშნულ სამეცნიერო ქვედანაყოფებში წარმატებით გრძელდება მეცნიერული კვლევები ტრადიციული მიმართულებებით: საქართველოს ტერიტორიის სეისმოდარაიონება, მიწისძვრების წინამორბედთა კვლევა, მავნე მეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედება,   საძიებო და საინჟინრო გეოფიზიკური მეთოდების სტულყოფა, მათემატიკური მოდელირების საფუძველზე ატმოსფეროსა და შავ ზღვაში ჰიდროთერმოდინამიკური და ეკოლოგიური პროცესების შესწავლა   და მათი პროგნოზირება, კოსმოსური სივრცისა და მზე-დედამიწის კავშირების კვლევა,  ეკოლოგიური გეოფიზიკა, არქეოგეოფიზიკური კვლევები. გათვალისწინებულია ახალი მიმართულების – ჰიდროგეოფიზიკის განვითარება.