გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

1. თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
2. თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად შეიძლება შეირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უვადო მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან ვადიანი მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 23 ივნისის N3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახე- ლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების“ მე-2 მუხლითა და ,,საკონკურსო თანამდებობებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები ინსტიტუტების და სამეცნიერო თანამდებობების მიხედვით“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტით, ასევე მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
3. კონკურსი ცხადდება ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად – 1 საშტატო ერთეული.
4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს (საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით):
4.1 უვადო მთავარი მეცნიერი თანამშრომლისადმი ან ვადიანი მთავარი მეცნიერი თანამშრომლისადმი წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს, რაც მდგომარეობს შემდეგში: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (უვადო) – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან 2 სტატია იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში ან 2 სტატია, რომელიც ინდექსირებულია ERIH-ში; მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (ვადიანი) – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
4.2 უნდა ჰქონდეს სამეცნიერო დაწესებულებაში ადმინისტრაციული მუშაობის გამოცდილება ან სამეცნიერო დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის მართვის გამოცდილება.
4.3 უნდა ერკვეოდეს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების თემატურ მიმართულებებში, მათი თანამედროვე აპარატურით აღჭურვისა და ეფექტური მართვის მიზნით.
4.4 სასურველია ქონდეს გამოცდილება დამატებითი ფინანსური წყაროების მოზიდვისა და ინსტიტუტის საჭიროებისამებრ მათი ოპტიმალურად განკარგვის უნარი.
5. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სახელზე (განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი);
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) ორი ფოტოსურათი (3X4);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ვ) სამეცნიერო ნაშრომების სია;
ზ) სამეცნიერო დაწესებულებაში ადმინისტრაციული მუშაობის ან სამეცნიერო დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის მართვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) დირექტორის სამოქმედო პროგრამა.
დ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ.(სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ).

6. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 6 ივნისიდან. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს ინსტიტუტის კანცელარიაში 2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით, 11:00-დან 17:00 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის ადმინისტრაციულ შენობაში, ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1. მე-2 სართული.
7. სამეცნიერო საბჭოს შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ივლისისა.
8. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო ერთეულის – თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე.

 

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი