DAMAST – მონიტორინგის ტექნოლოგია ჰიდროელექტროსადგურების

უსაფრთხო და ეფექტური მუშაობისთვის

სრულად >>

 


ძვირფასო კოლეგებო,

2019 წლის  12-14 დეკემბერს თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე   „უნებრივი კატასტროფები საქართველოში: მონიტორინგი, პრევენცია, შედეგების შერბილება“. კონფერენცია ეძღვნება საქართველოში რეგულარული მაგნიტურ-მეტეოროლოგიური და სეისმური დაკვირვებების ორგანიზების 175 და 120 წლისთავს.

 

გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!

 

ვებგვერდი:http://4science.ge/conferences/index.php/CONF/CONF

 

კონფერენციის ელ-ფოსტა: ndgconference@4science.ge

საკონტაქტო პირები:

ნინობერიანიძეელ. ფოსტა:nikoli700@yahoo.com, მობ.: +995 598303600

მანანანიკოლაიშვილიელ. ფოსტა:manananikola@gmail.com,მობ.: +995 557 23 62 90

მიხეილფიფიაელ. ფოსტა:m.pipia@gtu.ge,მობ.: +995 593 55 65 11

 

დანართი: 1. 1-ლი საინფორმაციო წერილი,2. სარეგისტრაციო ბარათი, 3. მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის (3 ფაილი).

პატივისცემით, საორგანიზაციო კომიტეტი

 


შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული

გამოყენებითი გრანტი “მეწყრების მონიტორინგის და ადრეული

შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემის შექმნა”

მოკლე აღწერა იხ. ბმული

საბოლოო ანგარიში იხ. ბმული


გამოყენებითი გეოფიზიკა მშენებლობაში

 

  • შენობების, საავტომობილო გზების, რკინიგზების, ხიდების, მილსადენების, გვირაბების, კაშხლების, მცირე ჰესების და სხვა საინჟინრო ობიექტების სამშენებლო მოედნების გეოლოგიურ-გეოფიზიკური ჭრილების აგება;
  • მეწყრების გეოლოგიური ჭრილების და კონტურების დადგენა, კარსტების და გვირაბების ადგილმდებარეობის დადგენა;
  • შენობების დეფორმაციის მონიტორინგი დახრისმზომებით; სამაშველო-საძიებო სამუშაოები;
  • ტერიტორიის ქვეზედაპირული გეოლოგიური სტრუქტურის დადგენა;
  • მიწისქვეშა წყლების ძიება და გრუნტის წყლის დონის/ასაკის დადგენა, რეზერვუარის სამგანზომილებიანი კომპიუტერული მოდელირება, წყლის გაჟონვის ლოკალიზება;
  • გეოთერმული სისტემების დაგეგმვა და ოპტიმალური მართვა;
  • სამშენებლო მოედნების გრუნტის მექანიკური თვისებების დადგენა დრეკადი განივი ტალღების მეთოდით (Vs30) 30 მეტრის სიღრმემდე;
  • დაფარული არქეოლოგიური ობიექტების დაძიება;
  • გეოეკოლოგიური უსაფრთხოება (იხილეთ შემდეგ გვერდზე);
  • ქანების და სამშენებლო მასალების სითბური და ულტრაბგერითი მეთოდით დრეკადი თვისებების გაზომვა.
  • ბეტონის ხარისხის შემოწმება ულტრაბგერითი მეთოდით;
  • გეოფიზიკური კვლევები აბსოლუტურად არ აზიანებს დაფარულ ძეგლებს.

 

კვლევა სრულდება უმოკლეს ვადებში, რაც განპირობებულია საველე სამუშაოებში ძიების უახლესი აპარატურის და მეთოდიკის, მონაცემთა დამუშავებისა და შედეგების ვიზუალიზაციისთვის თანამედროვე პროგრამული სისტემების გამოყენებით.

დასმული ამოცანის მიხედვით შეირჩევა სეისმური, ელექტრული, მაგნიტური ან კომპლექსური ძიების მეთოდიკა. მოცულობის და დანახარჯების ოპტიმალური ვარიანტი. შეირჩევა შემკვეთისთვის ხელსაყრელი კონტრაქტის პირობები. გეოფიზიკური კვლევის მეთოდების დეტალური აღწერა იხილეთ ქვემოთ.

კვლევის შედეგების ანგარიში კომპლექტდება: გრაფიკული მასალით (დაკვირვების სქემა, ჭრილები და რუკები GIS სისტემაში); ცხრილებით (ქანების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები, GSI); ციფრული ვარიანტით, შედეგების ორ და სამ განზომილებიანი ვიზუალიზაციით; სხვა ენაზე თარგმანით.